თავში

ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსით 75 წლის პაციენტი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსით 75 წლის პაციენტი მოათავსეს
ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსით 75 წლის პაციენტი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში "კორონავირუსის" ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, 75 წლის პაციენტი მესტიიდან არის.

ასაკოვან ქალბატონს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც ქუთაისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში მოათევსეს. 

ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ამ დროისთვის, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის დიაგნოზით, ორი პაციენტი მკურნალობს. 

ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურმა კლინიკამ ჯამში 52 პაციენტი გამოაჯანმრთელა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1225-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და სულ განკურებულთა რაოდენობა 1000-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system