რუსეთიდან სომხეთს გაზი აზერბაიჯანის გავლით მიეწოდება

16 მარტს რუსულმა სახელმწიფო კომპანია "გაზპრომ ექსპორტმა" და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა ხელი მოაწერეს მოკლევადიან ხელშეკრულებას რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით ბუნებრივი გაზის მიწოდების დროებითი განხორციელების შესახებ.  მიზეზი რუსეთ-საქართველო-სომხეთის გაზსადენზე სარემონტო სამუშაოებია. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაზის ტრანსპორტირება სომხეთში ისევ საქართველოს გავლით აღდგება. 

აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის (UNEC) რუსეთის ეკონომიკური სკოლის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი მანსურ ბარხუდაროვი ამბობს, რომ  სომხეთს აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურის გამოყენება შეეძლება, თუ იგი დაიცვას აზერბაიჯანთან და რუსეთთან გასული წლის 9 ნოემბრის შეთანხმების ყველა პუნქტს.

"სომხეთის ამჟამინდელი ეკონომიკური შესაძლებლობები მას არ მისცემს საშუალებას ააშენოს რაიმე კომუნიკაცია და სწორედ ეს ფაქტორი მას აზერბაიჯანზე დამოკიდებულს ხდის. სომხეთს სხვა ალტერნატივა არ აქვს, აღარსრულოს რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთის სამმხრივი შეთანხმება და უარი თქვას რევანშისტულ ზრახვებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს მეზობელს, პოლიტიკურთან ერთად, ღრმა ეკონომიკური კრიზისი ელის," - ამბობს ბარხუდაროვი და დასძენს, რომ აზერბაიჯანი ფლობს ძალიან მძლავრ და ეფექტურ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.

”ჩვენმა ქვეყანამ დაადასტურა თავისი ერთგულება 9 ნოემბრის განცხადების მიმართ. აზერბაიჯანი დახსნილის საკომუნიკაციოდ. სომხეთისთვის, რომელიც დღეს ჩიხში აღმოჩნდა, აზერბაიჯანის ეს ნაბიჯი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ინფრასტრუქტურის აღდგენა დაძრავს ახალ რეგიონულ პროექტებს, რაც ზრდის რეგიონის მიმზიდველობას უცხოური ინვესტიციებისათვის," - აცხადებს მანსურ ბარხუდაროვი.

ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზადაა "გადაფურცლოთ მტრობის ფურცელი" რეგიონში უკეთესი და პროგნოზირებადი სიტუაციის უზრუნველსაყოფად პატიოსნად იმუშაოს მეზობლებთან.

შეგახსენებთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის ომი ყარაბაღში შარშან 27 სექტემბერს დაიწო და 10 ნოემბრამდე გაგრძელდა. აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ და ბაქომ კონტროლი აიღო ყარაბაღის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის, 1990-იანი წლების დასაწყისში ომის დროს დაკარგულ რეგიონებზე. შეთანხმებების თანახმად, რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში სომხეთთან ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ. ბაქოს ახლო მოკავშირემ, თურქეთმა, რუსეთთან ერთად, რეგიონში გახსნა მონიტორინგის ცენტრი აზერბაიჯანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვის გასაკონტროლებლად. ილჰამ ალიევის განმარტებით, აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის შექმნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ბაქო თურქულ იარაღს ყიდულობს.