თავში

მზად ვართ ჩვენს მეზობლებთან პატიოსანი მუშაობისთვის - ილჰამ ალიევი

მზად ვართ ჩვენს მეზობლებთან პატიოსანი მუშაობისთვის - ​ილჰამ ალიევი
მზად ვართ ჩვენს მეზობლებთან პატიოსანი მუშაობისთვის - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი მზად არის თავის მეზობლებთან პატიოსანი მუშაობისთვის, თანამშრომლობისა და რეგიონში უკეთესი სიტუაციისთვის, - ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალ პრეზიდენტთან, ოდილ რენო-ბასოსთან ვიდეოშეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"შეიძლება ითქვას, რომ მთიანი ყარაბაღის 30-წლიანი კონფლიქტის დარეგულირების შემდეგ რეგიონული განვითარებისთვის, რეგიონული თანამშრომლობისთვის, კავშირებისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა და აზერბაიჯანი მზად არის ამისთვის. მე უკვე განვუცხადე საზოგადოებას, რომ ჩვენ მზად ვართ ჩვენს მეზობლებთან პატიოსანი მუშაობისთვის, თანამშრომლობისთვის, იმისთვის, რათა გადავფურცლოთ მტრობის ფურცელი, უზრუნველვყოთ რეგიონში უკეთესი და პროგნოზირებადი სიტუაცია", – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, აზერბაიჯანი გეგმავს, მომავალი რეგიონული პარტნიორობის პრაქტიკული ნაბიჯები უფრო დეტალურად განიხილოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system