საქართველოდან 776 ტონა ვაშლია ექსპორტირებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 776 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5-ჯერ მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (722.3 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (51.4 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (2.5 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0,10 ტონა).

ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებიტ, საქართველოში გადამუშავებულია 2 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი.

ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.

წელს ვაშლის საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს.

ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 250 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 218 000 აშშ დოლარს წარმოადგენს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღებია გაშენებული.

ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციაში სახელმწიფო ეხმარება.