საქართველოს გავლით აზერბაიჯანი ბელორუსიის ნავთობით მომარაგებას ზრდის

აზერბაიჯანიდან ბელორუსისთვის ნავთობის კიდევ ერთი ტანკერი ოდესას პორტში სავარაუდოდ დღეს შევა. ამის შესახებ განაცხადა კონცერნის, Белнефтехим-ის, პრესმდივანმა ალექსანდრე ტიშენკომ.

"85000 ტონა აზერბაიჯანული ნავთობით სავსე ტანკერმა საქართველოს გავლით, სუფსის პორტიდან 2 აგვისტოს გავიდა, ხოლო იუჟნის პორტში ჩასვლის გეგმა 4-5 აგვისტოა," - თქვა მან.

შეგახსენებთ, მინსკსა და მოსკოვს შორის უთანხმოების გამო ბელორუსიამ რუსული ნავთობის ალტერნატიული მომწოდებლებით ჩანაცვლება დაიწყო.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ SOCAR-მა უკვე ხუთჯერ მიაწოდა ბელორუსიას ნავთობი, რომელთა საერთო მოცულობა დაახლოებით 420,000 ტონაა. მთლიანობაში, წელს ბელორუსს შეუძლია SOCAR– დან 1 მილიონ ტონამდე ნავთობის მიღება.

რუსულმა ნავთობკომპანიებმა ბელორუსს 2020 წლის იანვარ-ივლისში მხოლოდ 6.14 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდეს, რაც 37.4% -ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ბელარუსია რომ აზერბაიჯანიდან ნავთობს სტაბილურად მიიღებდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისშივე იყო ცნობილი.

მარტსა და აპრილში ბელარუსმა აზერბაიჯანული ნავთობის 4 პარტია მიიღო, რომლის საერთო მოცულობა დაახლოებით 335 ათას ტონას შეადგენს.

ბელარუსისთვის აზერბაიჯანული ნავთობის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მარტის დასაწყისში მიაღწიეს.

ბელორუსული კონცერნის, “ბელნეფტეხიმის” ინფორმაციით, წელს SOCAR-ი ბელორუსს საქართველოს პორტების მეშვეობით მილიონ ტონამდე ნავთობს მიაწვდის.

25 მარტს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ, SOCAR-მა საქართველოს პორტ სუფსიდან ბელორუსიისთვის გააგზავნა აზერბაიჯანული ნავთობის მეორე პარტია 85 ათასი ტონის ოდენობით.