თავში

ბელარუსი აზერბაიჯანისგან ნავთობს მიიღებს

​ბელარუსი აზერბაიჯანისგან ნავთობს მიიღებს
ბელარუსი აზერბაიჯანისგან ნავთობს მიიღებს

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR ბელარუსში ნავთობის ახალი პარტიის გაგზავნას გეგმავს.

კომპანია SOCAR-ის წარმომადგენლის, იბრაჰიმ აჰმედოვის თქმით, პარტიის მოცულობა 85-90 ათას ტონა ნავთობს შეადგენს. ის მიმდინარე კვირაში გაიგზავნება.

"დაახლოებით 25-26 ივნისს ბელარუსში ჩვენ ნავთობის პარტიის გაგზავნას საქართველოს სუფსის პორტიდან ვგეგმავთ", - განაცხადა აჰმედოვმა.

შეგახსენებთ, რომ მარტსა და აპრილში ბელარუსმა აზერბაიჯანული ნავთობის 4 პარტია მიიღო, რომლის საერთო მოცულობა დაახლოებით 335 ათას ტონას შეადგენს.

ბელარუსისთვის აზერბაიჯანული ნავთობის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მარტის დასაწყისში მიაღწიეს. 

ბელორუსული კონცერნის, “ბელნეფტეხიმის” ინფორმაციით, წელს SOCAR-ი ბელორუსს საქართველოს პორტების მეშვეობით მილიონ ტონამდე ნავთობს მიაწვდის.

25 მარტს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ, SOCAR-მა საქართველოს პორტ სუფსიდან ბელორუსიისთვის გააგზავნა აზერბაიჯანული ნავთობის მეორე პარტია 85 ათასი ტონის ოდენობით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system