საქართველოში თევზეული გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ თვეში თევზეული 1.1 პროცენტითაა გაძვირებული, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში მასზე ფასები 10.4 პროცენტითაა გაზრდილი.

საქართველოში თევზი გაძვირდა დეკემბერშიც. მაშინ, ნოემბერთან შედარებით, თევზეულზე ფასების 1.9 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო  2019 წლის დეკემბერთან შედარებით, თევზი გაძვირდა 8.8 პროცენტით.

შეგახსენებთ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება, საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.7 პროცენტით განისაზღვრა.