საპენსიო დანაზოგებს 102 მილიონ ლარამდე სარგებელი დაერიცხა

"საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 102 მილიონ ლარამდე სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში".

ამის შესახებ საპენსიო სააგენტოდან report.ge-ს აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 1 მილიონ 86 ათასს გადააჭარბა.

დაგროვებითი პენსიით ისარგებლა ჯამში 560-მა ადამიანმა.

ამ მომენტისთვის, საპენსიო ფონდის ღირებულება 1 მილიარდ 77 მილიონ ლარს აღემატება.