სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 10 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0975 შეადგინა. 

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მე-12 სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 369 650 000 დოლარი გაყიდა.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0890 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.6429 ლარად არის შესაძლებელი.

ამ მომენტისთვის(16:20 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1026 ლარად ივაჭრება.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის.