წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან 88,8 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა

2020 წლის საქართველოში საწვავის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანათა სამეულში შედიან: რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი.

ამის შესახებ REPORT GE-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს.

2020 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 176,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,3%-ს შეადგენს.

რუმინეთზე მოდის მიმდინარე წლის 6 თვეში განხორციელებული იმპორტის 18,1%-ი, ხოლო 17,8 %-იანი წილით მესამე ადგილს იჭერს აზერბაიჯანი.

ბენზინის და დიზელის იმპორტის საერთო მოცულობაში წილობრივი გადანაწილება ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:

რუსეთი - 176,0 ატასი ტონა (35,3%),

რუმინეთი - 90,2 ათასი ტონა (18,1%),

აზერბაიჯანი - 88,8 ათასი ტონა (17,8%),

თურქმენეთი - 50,3 ათასი ტონა (10,1%),

ბულგარეთი - 36,6 ათასი ტონა (7,4%);

საბერძნეთი - 21,4 ათასი ტონა (4,3%),

ყაზახეთი - 20,3 ათასი ტონა (4,1%),

თურქეთი - 9,1 ათასი ტონა (1,8%),

გაერთ. ემირ. – 1,5 ათასი ტონა (0,3%),

ავსტრია - 1,3 ათასი ტონა (0,3%);

შვეიცარია - 1,1 ათასი ტონა (0,2%);

სინგაპური - 1,0 ათასი ტონა (0,2%);

ჰონკონგი - 0,2 ათასი ტონა (0,1%).

ცნობისთვის, 2020 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 497,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3,6 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (494,3 ათასი ტონა) შედარებით.