ვის არ გაუძვირდება დენი და წყალი

2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ, რადგან გაზრდილ საფასურს სახელმწიფო დაასუბსიდირებს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

"საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების მქონე აბონენტებისთვის“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება.