თავში

ელექტროენერგია და წყალი გაძვირდება - გახარია

ელექტროენერგია და წყალი გაძვირდება - გახარია
ელექტროენერგია და წყალი გაძვირდება - გახარია

ველით, რომ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა და დასძინა, რომ  მოსალოდნელია წყლის გადასახადის მატებაც თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში.

მისივე თქმით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ, რადგან გაზრდილ საფასურს სახელმწიფო დაასუბსიდირებს.

„ამ დროისთვის ჩვენს პარალელურად მიმდინარეობს საქართველოს ელქტროენერგიის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა, რომლის შედეგადაც როგორ საქართველოს მთავრობა, ასევე საექსპერტო საზოაგდოება ყველანი ველით, რომ ტარიფი იქნება გაზრდილი. ამას თავის ობიექტური დასაბუთება და ახსნა აქვს. მოგეხსნებათ, 2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება, რის შედეგადაც 3 წლის განმავლობაში ტარიფი არ გადახედილა. რა თქმა უნდა, ეს მეთოდოლოგიის ცვლილება სხვადასხვაგვარად იქნა შეფასებული, თუმცა, ეს დღეის მდგომარეობით არის ფაქტი. ამიტომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მოსალოდენელია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე, ისევე როგორც წყალზე. ოღონდ წყლის შემთხვევაში საუბარია თბილისზე, რუსთავსა და მცხეთაზე,“ - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების მქონე აბონენტებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system