აშშ-ში საქართველოს საელჩო მილოცვას ავრცელებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო ლევან კოღუაშვილსა და Brighton 4th ფილმის გუნდს ნიუ იორკის Tribeca-ს ფილმის ფესტივალზე მოპოვებულ წარმატებას ულოცავს.

"ვულოცავთ რეჟისორ ლევან კოღუაშვილს და Brighton 4th ფილმის გუნდს ნიუ იორკის „ტრაიბეკას“ ფილმის ფესტივალზე მოპოვებულ დიდ წარმატებას! ფილმმა საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის, სცენარისა და საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებლის (ლევან თედიაშვილი) ჯილდოები მიიღო“, – აღნიშნულია საელჩოს მილოცვაში.

ლევან კოღუაშვილის ფილმმა "მეოთხე ბრაიტონი" (Brighton 4th) ნიუ-იორკში, Tribeca-ს საერთაშორისი კინოფესტივალზე კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა.