თავში

ლევან კოღუაშვილის ფილმმა ნიუ-იორკში, Tribeca-ს კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა

​ლევან კოღუაშვილის ფილმმა ნიუ-იორკში, Tribeca-სკ
ლევან კოღუაშვილის ფილმმა ნიუ-იორკში, Tribeca-ს კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა

ლევან კოღუაშვილის ფილმმა "მეოთხე ბრაიტონი" (Brighton 4th) ნიუ-იორკში, Tribeca-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ Tribeca-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ლევან კოღუაშვილის თქმით, ფილმს კარგი გამოხმაურებები ჰქონდა ფესტივალზე წარმოდგენილი გამოცემების მხრიდან, რაც მის დისტრიბუციას დაეხმარება. მისივე თქმით, ფილმს საკმაოდ აქტიური საფესტივალო ცხოვრება ექნება, ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია, რომ ფილმი 10-მდე ფესტივალზე იქნება წარდგენილი.

"მეოთხე ბრაიტონი" მამა-შვილის ურთიერთობაზეა, რომელიც ემიგრაციას უკავშირდება.

ნიუ-იორკში სამუშაოდ წასულ შვილს მამა დასახმარებლად ჩააკითხავს. სწორედ მაშინ მიხვდება ის, რომ ემიგრანტების ყოფა სხვა ქვეყანაში არც თუ ისე მარტივია. მამის როლს მოჭიდავე ლევან თედიაშვილი თამაშობს.

ფილმში კახი კავსაძეც მონაწილეობს, რომლისთვის ეს როლი ბოლო აღმოჩნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system