ლევან კოღუაშვილის ფილმმა 3 ჯილდო მოიპოვა

კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ სამი ჯილდოს მფლობელი გახდა.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ლევან თედიაშვილი;

ფიპრესის ჯილდო;

ეკუმენიური ჟიურის პრიზი.

კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად მიიჩნევა.

ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის, საქართველოს სახელით იბძოლებს.