11 წლის გოგონასთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 11 წლის მოზარდთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ ბესიკ ივანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ მოსამართლეს გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის არგუმენტები გაითვალისწინა და 29 წლის მამაკაცი პატიმრობაში დატოვა.

ბესიკ ივანაშვილი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით საჩხერეში 16 მაისს დააკავეს. ბრალდებულს 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.