თავში

11 წლის მოზარდთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

11 წლის მოზარდთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება
11 წლის მოზარდთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურამ 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ report.ge-ს პროკურატურიდან აცნობეს.

,,დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 14 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის აპრილისა და მაისის თვეში ბ.ი.-მ 11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა",- აცხადებენ პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა ბ.ი. 2019 წლის 16 მაისს დააკავეს.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 11 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system