თავში

ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ცნობილია

ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ცნობილია
ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ცნობილია

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ავთანდილ წერეთელს ე.წ ფულის გათეთრების მუხლი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო და თითოეულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ამასთან მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო. 

„მამუკა ხაზარაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. მამუკა ხაზარაძე სისხლის სამართლის დევნის ხანხაზმულობის გამო გათავისუფლდეს სასჯელისგან. მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოყენებული იყოს გირაო და დამატებითი ვალდებულება. საზღვრის დატოვების აკრძალვა გაუქმდეს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მამუკა ხაზარაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა უძრავ ქონებაზე“, – განაცხადა მოსამართლემ.

ბრალდებულები განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდნენ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განაჩენს პარტია "ლელოს" ოფისში ელოდებოდნენ, ავთანდილ წერეთელი კი "TV პირველის" ოფისში.

გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება 2019 წლის 24 ივლისს გამოიტანა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინათ მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system