თავში

"მომტაცებელი რომ ვყოფილიყავი სააკაშვილს კი არა, ივანიშვილს მოვიტაცებდი" - ელგუჯა ცომაია

"მომტაცებელი რომ ვყოფილიყავი სააკაშვილს კი არა, ივანიშვილს მოვიტაცებდი" - ელგუჯა ცომაია
მომტაცებელი რომ ვყოფილიყავი სააკაშვილს კი არა, ივანიშვილს მოვიტაცებდი - ელგუჯა ცომაია

საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე ბრალდებული ელგუჯა ცომაია ამბობს, რომ მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საზღვარზე გადმოყვანას დათანხმდა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა. 

პროცესზე ცომაიამ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტისთვის არც საკუთარი ბინის დათმობას ნანობს.

"თქვენც თვლით, რომ დამნაშავე ვარ და მეც ვფიქრობ, რომ დამნაშავე ვარ. მაგრამ როცა სააკაშვილის გადმოყვანას დავთანხმდი, არ ვთვლიდი, რომ დამნაშავე ვიყავი. მინდა, მადლობა გადავუდახო იმ ადამიანებს, ვინც მე ეს მანდო", - თქვა ელგუჯა ცომაიამ პროცესზე. 

პროცესზე პროკურორმა ცომაიას ჰკითხა, გაიტაცა თუ არა მან მიხეილ სააკაშვილი, რაზეც ბრალდებულმა ხუმრობით უპასუხა, რომ სააკაშვილის გატაცებას, ივანიშვილის გატაცებას ამჯობინებდა.

"თუ ასეთი მომტაცებელი ვიყავი, მიხეილ სააკაშვილს არ მოვიტაცებდი, ივანიშვილს მოვიტაცებდი, იმას აქვს ფული", - თქვა ცომაიამ.

ცნობისთვის, ელგუჯა ცომაია საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებითაა დაკავებული. 

სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system