თავში

სასამართლომ სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში ცნო დამნაშავედ - პროკურორი

სასამართლომ სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში ცნო დამნაშავედ - პროკურორი
სასამართლომ სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში ცნო დამნაშავედ - პროკურორი

სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში ცნო დამნაშავედ, - ამის შესახებ საქმის პრპოკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილ ტყეშელაშვილმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომელმაც მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

პროკურორის განმარტებით, გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც სასამართლოსგან განაჩენის დასაბუთება ჩაბარდებათ.

„სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი და ვადასტურებდით ბრალდებულების ბრალეულობას. სამივე ბრალდებული ცნობილია დამნაშავედ ჯგუფურად თაღლითობის ჩადენაში, სასამართლომ სხვა კვალიფიკაცია მისცა ჩვენს მიერ წარდგენილ ბრალდებას, გავეცნობით განაჩენს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების ნაწილში. ჩვენი მტკიცებულბები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისთვის ეს დადასტურდა, სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში ცნო დამნაშავედ”, - აღნიშნა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა დევნის ხანდაზმულობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს შეფარდებული მუხლი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, რომელზეც ხანდაზმულობის ვადა გავრცელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system