თავში

მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს
მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. საქალაქო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული. 

დღეს სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე არსებითი სხდომა გაიმართება.

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო,რომ ის დღევანდელ სხდომას დაესწრებოდა. მან მომხრეებს საქალაქო სასამართლოში მისვლისკენ მოუწოდა. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system