თავში

სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ - ბადრი ჯაფარიძე

სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ - ბადრი ჯაფარიძე
სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყევტილება გასაჩივრდება. 

„ეს ბრძოლა ღირს იმისთვის რასაც ჩვენ გავდივართ, რადგან ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც პროკურატურა ჩადიოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რადგან ცხადია, არანაირი ნიშან-წყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების და დანაშაულის. მოსამართლემ განაჩენი რაც გამოაცხადა, მან შეცვალა ის მუხლი ფულის გათეთრების, მოახდინა მისი გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, თუმცა, ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან. 

ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშან-წყალი არ არსებობს, ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც.

ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში. ბრძოლა გრძელდება, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და მივიყვანთ ბოლომდე ბრძოლას, რომ სიმართლე დადგინდეს,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ე.წ ფულის გათეთრების მუხლი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, საქმეზე დამნაშავედ ცნო და 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა დევნის ხანდაზმულობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system