ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე 3 პირს ბრალი წარედგინა

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალი წარედგინა. 

ბაჩუკი ლატარიას გამოძიება განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას და დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულ ლევან რაჯაევს, მას გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება. 

რაჯაევი ბრალდებას არ აღიარებს და სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.