თავში

თავდასხმამდე ახალგაზრდა ქალი გარბოდა და შველას ითხოვდა - ახალი დეტალები

თავდასხმამდე ახალგაზრდა ქალი გარბოდა და შველას ითხოვდა - ახალი დეტალები
თავდასხმამდე ახალგაზრდა ქალი გარბოდა და შველას ითხოვდა - ახალი დეტალები

4 ტყვიით და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით 25 წლის ქალი საკუთარი სახლის ეზოში სასიკვდილოდ გაიმეტეს. 

"კურიერის" ინფორმაციით, გაზაფხულის ქუჩაზე გვიან ღამით ანასტასია შატალოვას მაშინ ესროლეს, როდესაც სახლში ბრუნდებოდა. მოკლულმა სადარბაზოში შესვლა ვერ მოასწრო.

ფაქტს ჰყავს თვითმხილველებიც, ერთ-ერთი მათგანი იხსენებს, რომ თავდასხმამდე ახალგაზრდა ქალი გარბოდა და შველას ითხოვდა.

რა გახდა ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის მოტივი, უცნობია. ოფიციალური ვერსია არც დაკავებულებზე გავრცელებულა, თუმცა, "კურიერის" ინფორმაცით, სამართალდამცველებმა მკვლელობიდან რამდენიმე საათში სამი პირი აიყვანეს.

ცნობისთვის, თბილისში, კამანის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვაა, რომელიც ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა.

ანასტასია შატალოვა აცხადებდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და დედას აღარ აჩვენებდა.

როგორც შატალოვა სხვადასხვა სატელევიზიო შოუში და ინტერნეტგამოცემებთან ჰყვებოდა, ბერიძე მას ცოლად მოყვანას შეჰპირდა, თუმცა, ბავშვის გაჩენის შემდეგ ექს-მაღალჩინოსანი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა.

თუმცა მოგვიანებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლომ შვილი დედას დაუბრუნა, ზურაბ ბერიძესა და შატალოვას შორის ურთიერთობა დალაგდა და ბერიძე შვილის სანახავად 25 წლის ქალთან ხშირად დადიოდა.

დღეს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის, ზურაბ ბერიძის ბინაში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ჩხრეკის პროცესს ადვოკატთან ერთად ესწრებოდა თავად ბერიძე.

ზურაბ ბერიძემ საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთა და მკვლელობასთან რაიმე სახის კავშირი კატეგორიულად გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გასულ ღამით, კამანის ქუჩაზე მოხდა. შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system