ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) გამოკითხვაზე დაიბარეს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო", შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ფაქტი report.ge-ს უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გავრცელებულ ვიდეოკადრებში გამოჩნდა მესამე მანქანა და ადამიანი, რომელიც საქმის ერთ-ერთ მოწმესთან , გურამ ამირხანაშვილთან ერთად ჩანს. ,,მთავარის" ინფორმაციით, შესაძლოა, ავთო ბილანიშვილი ყოფილიყო.