ბათუმის აქციაზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის მთავრობის სახლის წინ, აქციაზე დაკავებულ 6 პირს 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დამოუმორჩილებლობას ედავებიან.

დაკავებულთა შორის რამდენიმე პირი კომენდანტის საათის დარღვევის გამო ადმინისტრაციული წესით იყო დაჯარიმებული.

"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაცია "ალტერნატივა"-ს წევრები, აქციაზე მყოფი მოჭიდავეები და ოპოზიციის სხვა მხარდამჭერები გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე დააკავეს.