ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზაზა სარალიძეს უჩივლა

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზაზა სარალიძეს უჩივლა. ზაზა თოდუამ პროკურატურაში საჩივარი მუქარის, ასევე დაცვის უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლისთვის შეიტანა.

ადვოკატის საჩივარი, 6 დეკემბერს საქმის განხილვის დაწყებამდე სასამართლოში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც ზაზა თოდუას განცხადებით მას ზაზა სარალიძე დაემუქრა.