გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროცესი მცხეთის საავადმყოფოში ჩატარდა, სადაც მკვლელობაში ბრალდებული მკურნალობს. 

ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, ადვოკატები კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გუდაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შსს-მ ერთი პირი დააკავა

დღეს, ,,ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი მოსიძემ შსს-ს გუდაურში მომხდარი მკვლელობის სწრაფი გამოძიება და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს საქმის პირად კონტროლზე აყვანა სთხოვა.