ნათლულის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ნათლულის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 82 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება, სადაც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:30 საათზე ჩატარდება.

9 სექტემბერს, ორხევში, მუხაძის ქუჩაზე ნათლიამ ნათლული მოკლა

მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.