თავში

ორხევში ნათლიამ ნათლული მოკლა

ორხევში ნათლიამ ნათლული მოკლა
ორხევში ნათლიამ ნათლული მოკლა

ორხევში 82 წლის ნათლიამ 42 წლის ნათლული მოკლა. შემთხვევა დღეს დილით, მუხაძის ქუჩაზე მოხდა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას მოჰყვა. 

ნათლიის მიერ მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. ის ჭრილობების მიყენებისთანავე, ადგილზე გარდაიცვალა. 

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system