დიდ დიღომში, ახალგაზრდა კაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

თბილისში, დიდ დიღომში, ახალგაზრდა კაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.