ძმის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

ძმის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ახლოურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ, 12:30 საათზე იმსჯელებს.

სასამართლო პროცესი სრულად დისტანციური ფორმატით გაიმართება. პროცესს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი გაუძღვება.

დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ცნობისთვის, თბილისში, 6 იანვარს 19 წლის მიშო ახლოურის მკვლელობის ბრალდებით, მისი ძმა დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.