გიგა მაქარაშვილს და სხვა დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

გიგა მაქარაშვილს, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ირაკლი კაჭარავა და დავით მჟავანაძე კი ციხეში 4 -4 დღეს გაატარებენ. 13 დღიანი პატიმრობა შეეფარდა ენმ-ს წევრს ირაკლი ნადირაძეს. დიმიტრი ბიძინაშვილს კი 13 დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, პაატა სოსანაშვილს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.  

დღეს მოსამართლემ კიდევ 6 პირის მიმართ გამოაცხადა განაჩენი. მათ ნაწილს პატიმრობა, ნაწილს კი ჯარიმის გადახდა შეეფარდა. 

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავება, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. სულ აქციაზე 37 პირი დააკავეს. 

დანარჩენი ბრალდებულების საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.