თავში

მოსამართლემ აქციაზე დაკავებული 6 პირის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა

მოსამართლემ აქციაზე დაკავებული 6 პირის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა
მოსამართლემ აქციაზე დაკავებული 6 პირის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რამდენიმე წუთის წინ, 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებული 6 პირის საქმეზე, განაჩენი გამოაცხადა.

ლუკა ჭიჭინაძეს და გიორგი ბუნტურს 5 -5 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ელგუჯა ბაგრატიონს 12 დღე, ბექა ბასილაიას 13 დღე, ხოლო ზუკა ბერძენიშვილს 7 დღე.

კიდევ ერთ დაკავებულს, გურამ მჭედლიშვილს მოსამართლემ 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში სტვენა და ხმაური მოჰყვა. 

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავება, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. სულ აქციაზე 37 პირი დააკავეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system