გიორგი რურუას ბრალი უმძიმდება

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას მიმართ დღეს ბრალდება დაზუსტდება. ამის შესახებ report.ge-ს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

,,რურუას ბრალდებას დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა ( სსკ 381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).

გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ და ხელის კვლების ნიმუშის აღების თაობაზე. კანონით გათვალისწინებულ პროცედურას მისი ადვოკატებიც ესწრებოდნენ", - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.