გიორგი რურუას პატიმრობა შეეფარდა

"მთავარი არხის" ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახლით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. 

"მოსამართლემ გააჟღერა გადაწყვეტილება, რომელიც მას უთხრეს წინასწარ. აშკარად ჩადებულ იარაღზე პატიმრობა როგორ გამოიტანა წარმოდგენა არ მაქვს. პროკურორიც სასაცილო მდგომარეობაში იყო, იმდენად აბსურდული ბრალი იყო, ღიად ვერც ამტკიცებდა აბსურდს. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, "- განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.