იმედა კლდიაშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს და ანგარიშები დაუყადაღეს

ქუთაისში სუს-თან აქციისას დაკავებულ იმედა კლდიაშვილს 7 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს და მის ანგარიშებს ყადაღა დაადეს, - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, პროტესტისას დაკავებულ პარტიის კიდევ ერთ წევრს, გიორგი ფუტკარაძეს, 4 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჯაფარიძე ამბობს, რომ ფუტკარაძე პროტესტის ადგილას იყო, თუმცა პროტესტში მონაწილეობა არ მიუღია.

12 ნოემბერს "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებმა, საქართველოს 6 ქალაქში სუს-ის შენობების შესასვლელები მანქანებით ჩაკეტეს. იმედა კლდიაშვილი ქუთაისში, სუს-ის შენობასთან პროტესტისას დააკავეს.

ცნობისთვის, იმედა კლდიაშვილმა, გუშინ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.