თავში

იმედა კლდიაშვილმა იზოლატორში მშრალი შიმშილობა გამოაცხადა

იმედა კლდიაშვილმა იზოლატორში მშრალი შიმშილობა გამოაცხადა
იმედა კლდიაშვილმა იზოლატორში მშრალი შიმშილობა გამოაცხადა

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა და ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილმა კანდიდატმა იმედა კლდიაშვილმა, დროებითი მოთავსების იზოლატორში მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. 

პარტიის ინფორმაციით, ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლიკაში გადაყვანას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

ადმინისტრაციული პატიმრობის გამო დაკავებული პირის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ბრალდების მხარემ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების საბაბით, პროცესის გადადება მოითხოვა.

ცნობისთვის, 12 ნოემბერს, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებმა, მათ შორის იმედა კლდიაშვილმა, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი და რეგიონული ოფისების შესასვლელები ავტომობილებით ჩაკეტეს. აღნიშნულის პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system