თავში

პარტია "დროა" პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

პარტია "დროა" პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება
პარტია დროა პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

პარტია "დროა" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც report.ge უცვლელად გთავაზობთ:

"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, გაუქმების შესახებ კანონს. აღნიშნულით საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა სასამართლო ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ სადამსჯელო კამპანიას.

მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს უმძიმესი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკური ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების და პროფესიული წრეების მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადების მიხედვით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას.“

ის, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და თავი შეიკავა მოტივირებული შენიშვნებით კანონის პარლამენტისათვის დაბრუნებისაგან, უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების პროცესში „ქართული ოცნების“ წახალისება.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქმედება ეწინააღმდეგება 2021 წლის 27 დეკემბრის განცხადებაში დაფიქსირებულ მისსავე პოზიციას, რომლის მიხედვითაც, "მაშინ, როდესაც ქვეყანა იმყოფება მძიმე პოლარიზაციის პირობებში, ყველა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებაში იწვევს ბუნდოვანებას და კითხვებს, რაც დამაზიანებელია დეპოლარიზაციის პროცესისათვის"

პარტია "დროა" მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მძიმედ აზიანებს მის მიერვე ინიცირებულ პროცესს ეროვნული კონსენსუსის შექმნასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწერა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system