თავში

სააკაშვილმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე - ალეკო ელისაშვილი

სააკაშვილმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე - ალეკო ელისაშვილი
სააკაშვილმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე -  ალეკო ელისაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ძალიან მძიმედ მოქმედებს ციხე და ის პერსპექტივა, რომ კარგახანს ციხიდან ვერ გამოვა,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა.

„გუშინ სააკაშვილმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. განცდა გამიჩნდა, რომ მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ძალიან მძიმედ მოქმედებს ციხე და ის პერსპექტივა, რომ კარგახანს ციხიდან ვერ გამოვა. ძალიან ცუდია, რომ მიხეილ სააკაშვილი აწვალებს თავის პარტიას, იმ პარტიას, რომელიც სამწუხაროდ, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა. ეს პარტია რომ იყოს საქმეზე ორიენტირებული, „ქართულ ოცნებას“ ჩვენ ვაიძულებდით, რომ ძალიან ბევრი სასარგებლო რამ გაეკეთებინა ამ ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system