თავში

"უძველესი ხუთჯვრიანი დროშა აერთიანებს ჩვენს მისწრაფებებს" - შალვა პაპუაშვილი

"უძველესი ხუთჯვრიანი დროშა აერთიანებს ჩვენს მისწრაფებებს" - შალვა პაპუაშვილი
უძველესი ხუთჯვრიანი დროშა აერთიანებს ჩვენს მისწრაფებებს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

"სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის ამ უმთავრესმა სიმბოლომ შეაკავშირა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი; ვისთვისაც საქართველოს წინსვლა და განვითარება უპირველესი პრიორიტეტია.

უძველესი ხუთჯვრიანი დროშა აერთიანებს ჩვენს მისწრაფებებს და ღირებულებებს. მისი ისტორია ნათლად ადასტურებს საქართველოს ევროპულ არჩევანს.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ქართველი ხალხის მიერ მტკიცედ გამოხატული ნების შესასრულებლად და უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად - ქართული დროშა აღიმართება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშების გვერდით - იქ, სადაც არის მისი ბუნებრივი ადგილი", - ნათქვამია მისალოც განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system