ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმის სასამართლო პროცესები განახლდება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა განახლდება.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ.

როგორც დაცვის მხარის ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, "ქართული ოცნების" წევრების, გიორგი ხელაშვილისა და ბექა დავითულიანის დაკითხვას ითხოვს,

"ბრალდების მხარე ითხოვს, რომ არ იქნენ მოწმეებად დაკითხულნი ის პირები, რომლებმაც ფაქტობრივად დაანონსეს ეს პროპაგანდისტული საქმეები და ვინც წამოიწყო, ვგულისხმობ ხელაშვილსა და დავითულიანს, პარლამენტარებზეა საუბარი, ბრალდების მხარე წინააღმდეგია. ამავდროულად, ბრალდების მხარემ მოითხოვა ჩვენი მთელი რიგი მტკიცებულებების გამორიცხვა, რომელიც დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ კონტექსტთან, რა ქონტექსტშიც ხუსკივაძე და კობალაძე დააკავეს. ამ ფონზე ჩვენ ვითხოვთ, დაუშვებლად იქნეს ის ჩხრეკა, რომელიც ყველანაირი დარღვევით ჩატარდა, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ და ირიბი ჩვენებები, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ისედაც დაუშვებელია, თუ მისი წყაროსთან გადამოწმების შესაძლებლობა არ არსებობს",- განაცხადა ბექა ბასილაიამ

ცნობისთვის, აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს სასამართლომ 10 000-10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

სამართალდამცველებმა ხუსკივაძე და კობალაძე ქრთამის მიცემის, მუქარისა და იძულების ბრალდებით, თბილისში 7 ნოემბერს დააკავეს.