მამის მკვლელობაში ბრალდებულ 35 წლის კობა წურწუმიას პატიმრობა შეეფარდა

მამის მკვლელობაში ბრალდებულ 35 წლის კობა წურწუმიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

გამოძიება კობა წურწუმიას სს კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ედავება, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გამოძიების ვერსიით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში ახალგაზრდა კაცმა 62 წლის მამა ცივი იარაღით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა და შემდგომ თვითდაზიანება მიიყენა. შემთხვევა 4 დღის წინ მოხდა.

ბრალდებულს ქირურგიული ოპერაცია ქუთაისის საავადმყოფოში ჩაუტარდა.