ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ნარკოდანაშაულში მხილებული ბერის სასამართლო დღეს გაიმართება. პროკურატურა სიმონ ქავთარაძის პატიმრობას ითხოვს. ათონის მთაზე მოღვაწე ბერს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ცნობილია. ის ბერმონაზონს სასამართლოში არ უშუამდგომლებს.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს. ის სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. გამოძიებამ ნივთმტკიცების სახით დიდი ოდენობით მეტადონი ამოიღო