ნიკა გვარამია სასამართლოში დაიბარეს

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოში დაიბარეს.

გვარამია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

გუშინ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს, თუმცა ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში არ მივიდა და გამოთქვა მზადყოფნა, სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხულიყო.

გვარამია სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.