პროკურატურამ შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ბორჯომში, შვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, 2021 წლის 01 იანვარს, ღამის საათებში, საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების დროს, თ.პ-მ მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით, შვილს, ი.პ-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.

მ.პ. დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებული მ.პ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ახალციხის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.