თავში

პოლიციამ შვილის მკვლელობისთვის დედა დააკავა

პოლიციამ შვილის მკვლელობისთვის დედა დააკავა
პოლიციამ შვილის მკვლელობისთვის დედა დააკავა

სამართალდამცველებმა 1958 წელს დაბადებული თ.პ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბორჯომში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა შვილს - 1979 წელს დაბადებულ ი.პ.-ს, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system