რა ბრალდებით დააკავეს აქტივისტები - სამმართველოს უფროსის განმარტება

შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს ხელმძღვანელის გოგა მემანიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისთან აქტივისტები  წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

"ყველა დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 166-ე და 173-ე მუხლებით. ისინი გადაყვანილები არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში", - განუცხადა მემანიშვილმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, პარტიის ოფისთან მოძრაობა "შეცვალე" და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ,პოლიციამ 12 დემონსტრანტი დააკავა.