თავში

"ქართული ოცნების" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს

"ქართული ოცნების" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს
ქართული ოცნების ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, სადაც პოლიტ საბჭოსა და უმრავლესობის სხდომა უნდა დაიწყოს, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები დააკავა. აქტივისტების ინფორმაციით დაკავებულია 12 პირი. 

დაკავებული აქტივისტები საპატრულო პოლიციის მანქანებით გადაიყვანეს. ამ დროისათვის ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

აქციის მონაწილეების დაკავება, რომლებიც "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო დემონსტრაციას მარტავდნენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ტერიტორიაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოჩნდა.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავენ, მათ ადგილზე მავთულხლართები აქვთ მიტანილი და საქართველოში ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აფხაზეთი საქართველოა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system