თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციას გამართავს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ 23 წლის პროგრამისტის დედამ სოციალურ ქსელში დაწერა. 

თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, აქცია კვირას, 30 აგვისტოს 14:00 საათზე, ორთაჭალაში, პროკურატურის შენობასთან გაიმართება.

ბაჩალიაშვილის დედა საზოგადოებას მიმართავს და მხარდაჭერას სთხოვს.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.